mdinareuli formebi - meandri

 

ვაკის მდინარის კლაკნილი, რომლის სიმრუდის რადიუსი დამოკიდებულია მდინარის წყლიანობასა და სიჩქარეზე. მეანდრი გეოლოგიურად მდინარის კალაპოტის დეფორმაციაა, რომელიც უმეტესად ვითარდება ვაკის მდინარეების ქვემო დინებებში, იქ სადაც განვითარებულია ნელი დინება.

ჩაღუნული ნაპირი როგორც წესი ციცაბოა, ხოლო ამობურცული ნაწილი - აღმართია. მეანდრეებს მსოფლიოს მრავალი მდინარე ქმნის.

საქართველოში დიდ სიგრძეზე მეანდრეებს აჩენს მდინარე იორი.